ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19 სამ პირს დაუდასტურდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით,ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში სამ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, დადასტურებული 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია ორი (ქალი და მამაკაცი) და ისინი ოჯახის წევრები არიან. მესამე კი არის 25 წლის ქალი. დაინფიცირებულები თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან. სულ ზუგდიდის ინფექციურში გამოიკვლიეს 46 პირი,აქედან 41 პირზე ანალიზების პასუხი უარყოფითია,ხოლო 3 დადასტურებული შემთხვევა და 2 პირზე ანალიზების პასუხს დღეს ელოდებიან. გასულ კვირას კოვიდ-19 ანაკლიის საკარანტინო ზონაში 2 პირს დაუდასტურდა,აქედან ერთი ქალი რუხის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას,ხოლო მეორე ქუთაისის ინფექციურში. ორივეს სტამბოლში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია