მარინა ეზუგბაია : თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია

admin
ავტ.: admin მაისი 11, 2020 11:42

მარინა ეზუგბაია : თითქმის კვირაზე მეტია, ვირუსის შემთხვევების მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს, თუ ასე გაგრძელდება, შემდეგ შესაძლოა, ითქვას, რომ პიკი გადალახულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა რეალურად პიკურ პერიოდში იმყოფება, არსებული მონაცემები დამაიმედებელია.

„მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება არ აღემატება ერთნიშნა ციფრებს.თუ ასე გაგრძელდება, პიკის პერიოდში, ვართ, შეიძლება შემდეგ ითქვას, რომ გადალახულია. ამაზე წინასწარ მტკიცებითში ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ იმედი არის, რომ ასე შეიძლება განვითარდეს სცენარი“, – განაცხადა ეზუგბააიმ.

მისივე განმარტებით, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, მოსახლეობა არსებულ ვითარებას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„მოსახლეობა ისეთივე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას, როგორც ადრე გვქონდა ჩვენ და შედეგებიც ამასთან დაკავშირებით უკეთესი დაიდო. მართალია, შეზღუდვები შემსუქბუქდება, მაგრამ მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი ძალიან არ უნდა შევიცვალოთ, გავაგრძელოთ აკრძალვის წესებში ცხოვრება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

admin
ავტ.: admin მაისი 11, 2020 11:42