მარინა ეზუგბაია : ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 317-ს შეადგენს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეის მდგომარეობით კოვიდ-ცენტრებში 311 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 317-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლაბორატორულად დადასტურებულ შემთხვევბს, ქვეყანასი სულ კორონავირუსის ლაბორატორულად დადასტურებული 638 შემთხვევაა გამოვლენილი.

„ახალი დადასტურებული სამი შემთხვევაა და სულ გვყავს 638 პაციენტი, გამოჯანმრთელებაც გაიზარდა, რვა დაგვემატა და ამ ეტაპზე არის 317. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, დღეისთვის 311 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმის კლინიკა „მედალფა“ კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
შემდეგი სტატიაანაკლიის საკარანტინო ზონიდან კოვიდ-19 სამ პირს დაუდასტურდა