ამირან გამყრელიძე – უსიმპოტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება

უსიმპოტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში უსიმპტომო პაციენტები კლინიკაში დაყოვნდებიან და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება მათი სხვა სივრცეში მკურნალობის შესახებ.

„ეს არ ნიშნავს, რომ უსიმპოტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში წავა. ის ჯერ მიდის საავადმყოფოში, სადაც პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება. ამის შემდეგ კლინიცისტები მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი საავადმყოფოში დატოვების, ან ამბულატორიულ, სასტუმრო პირობებში, საკარანტინო პირობებში მკურანლობასთან დაკავშირებით. როგორც წესი, მათ მკურნალობა, წამალი არ სჭირდებათ, სჭირდებათ კლინიკური მონიტორინგი. იქნება პროტოკოლი, ექიმმა რამდენ ხანში ერთხელ უნდა დაურეკოს, რამდენ ხანში ერთხელ უნდა მივიდეს და რა ანალიზები უნდა გაუკეთოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ზღვაზე შტორმის შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია-არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება