საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ზღვაზე შტორმის შესახებ აფრთხილებს

დღეს, 7 სექტემბერს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე 3-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

„გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა შესაძლებელია, სხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებშიც გაგრძელდეს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – უსიმპოტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება