გიორგი გახარია-არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება

არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი დათქმულ თარიღებში, დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია, შეთანხმებულია, როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა, ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით, ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ყველაფერი დათქმულ თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით ჩატარდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – უსიმპოტომო პაციენტი პირდაპირ სასტუმროში არ წავა, მას კლინიკაში პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა გამოკვლევა ჩაუტარდება
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე – მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას და საარჩევნო პროცესის ნორმალურ გარემოში ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს