ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ ცენტრში სულ 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა. „დილით ჩატარდა შვიდ პაციენტზე ტესტირება და ყველა უარყოფითი იყო. უარყოფითი იყო ჩვენი ძველი პაციენტების პასუხებიც, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგი მიდიოდა და გამოჯანმრთელებულ 35-ს ჩვენგან ორი მიემატა. ანუ ჩვენს ცენტრს ჰყავს 37 გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ჯამში არის 50 გამოჯანმრთელებული.კვლავ ტარდება კვლევა და ხვალ დილით მოგახსენებთ “ , – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშიGalt & taggart-ის მმართველი დირექტორი – მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დროული იყო და ციფრებიც ამას მეტყველებს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება