Galt & taggart-ის მმართველი დირექტორი – მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები დროული იყო და ციფრებიც ამას მეტყველებს

მნიშვნელოვანია, რომ უკვე, ამ ეტაპზე, ვიწყებთ ფიქრს, თუ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკას უკვე პოსტკრიზისულ მდგომარეობაში, – ამის შესახებ Galt & taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიდეოკონფერენციის შემდეგ განაცხადა.
ოთარ შარიქაძემ დადებითად შეაფასა მთავრობის ინიციატივა, რომ ის მზად არის ერთობლივ მუშაობაზე. მისივე თქმით, შეხვედრის მონაწილეები პოზიტიურად შეხვდნენ აღნიშნულ მიდგომას.
Galt & taggart-ის მმართველმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამებზე, რაზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა და ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ნაკლებად მტკივნეულად გადაიტანოს საქართველომ ეს გლობალური კრიზისი.
„მნიშვნელოვანია, რომ დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც მოგვიწევს და შეიძლება დღესვე მოგვიწიოს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რომ მზად ვიყოთ, როდესაც ეკონომიკა გაიხსნება, ახალ რეალობას დავხვდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ შედგა ეს კომუნიკაცია, სადაც ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ტიპის ექსპერტები. გამოითქვა სურვილი, რომ მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ, რათა მაქსიმალურად მხარში დავუდგეთ სამთავრობო გუნდს, რომ ეს გეგმა სწორად და დროულად შედგეს.
ჩვენი გადმოსახედიდან, საკმაოდ პოზიტიური და დროული იყო მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები. გვესმის, რომ რთულია საუბარი, როდესაც ეკონომიკა დახურულია, ყველა სახლში ვსხედვართ და კომპანიები დახურულია, თუმცა მიგვაჩნია, რომ აუცილებელი იყო ეს მიდგომა და დროულად მოხდა ჩვენი აზრით, რადგან ციფრებიც ამას მეტყველებს დღეს, როდესაც ვხედავთ, თუ რა ხდება ჩვენზე გაცილებით განვითარებულ ქვეყნებში, სადაც დააგვიანეს რეაგირება, ვხედავთ, რა სავალალო მდგომარეობაა“, – განაცხადა ოთარ შარიქაძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ლალაზაშვილი – მივესალმები იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ფიქრი პოსტკრიზისულ პერიოდზე
შემდეგი სტატიაამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა