Aljazeera: “საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს”

“საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს” – ამ სახელწოდებით საერთაშორისო მედიასაშუალება Aljazeera 14 ოქტომბერს დედაქალაქში გამართულ აქციასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

Aljazeera AFP-ის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე 50 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აქციაზე შეკრებილი ადამიანები ექსპრეზიდენტის საპატიმროდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

#თავისუფლებამიშას – აქცია ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შეიკრიბნენ.

ამავე თემაზე სტატია საერთაშორისო მედია France24-მაც დაწერა. ეს გამოცემაც წერს, რომ აქციაზე 50 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიხუხაშვილი ოცნების მომხრეებზე: ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე – კოალიციურ ერთობას სულ სხვა ნდობა ექნება საზოგადოებაში და შედეგიც აბსოლუტურად სხვა დაიდება არჩევნებზე!