ხუხაშვილი ოცნების მომხრეებზე: ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული

“ორი სიტყვა ქართული ოცნების მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს.
მე მინდა არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ – რეალურად თქვენ ხართ ცოტა. მიშას მოწინააღმდეგეებს, რომლის ხარჯზე და იმედზეც ბაქი-ბუქობთ, თქვენც აღარ მოსწონხართ.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისევ მიშასადმი მათ სიძულვილზე ააგოთ ყველაფერი და ცხვრებივით მორეკოთ ეს ხალხი, მაგრამ არის ერთი პრობლემა:
როგორც წესი, ნებისმიერი აქციას სულს ბერავს არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ მომავლის რწმენა.
რა ვუყოთ იმას, რომ ეს რწმენა თქვენში აღარ არსებობს?
იმდენად არ არსებობს, რომ ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული…” – წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

წინა სტატიაშიგავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის მე-17 ციხეში ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაAljazeera: “საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს”