ჭიჭინაძე – კოალიციურ ერთობას სულ სხვა ნდობა ექნება საზოგადოებაში და შედეგიც აბსოლუტურად სხვა დაიდება არჩევნებზე!

“კოალიციურ ერთობას სულ სხვა ნდობა ექნება საზოგადოებაში და შედეგიც აბსოლუტურად სხვა დაიდება არჩევნებზე! ამაში დარწმუნებული ვარ.
ამიტომ, პირველი სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა გამოვიდეს დიდი ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერად, რომლის შემქმნელადაც ყალიბდება ნიკა მელია და მხარი დაუჭიროს მას და არა პარტიულ, ან პარტიების ბრძოლებს გავლენებისთვის. მითუმეტეს, რომ დღეს მთავარი გამოწვევა ქვეყანაში, მეორე ტურში გამარჯვებაა.
„ქართული ოცნება“ რაც ეხება, ისეთ დღეშია, რომ არც მიშელის დოკუმენტს და აღარც 43%- ს აქვს არანაირი მნიშვნელობა. „ოცნებამ“ დიდი ქალაქები წააგო, მისი ნდობა ადამიანებს უბრალოდ აღარ აქვთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დგება, რომლის განმუხტვის ერთ-ერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.
თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის მებრძოლ ადამანს კი, იდეისთვის ციხეში ჯდომა მხოლოდ აძლიერებს.- აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიAljazeera: “საქართველოში ათიათასობით ადამიანი სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს”
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რეგიონში პირველად FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards გაიმართება