ადვოკატი – ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღნიშნული საქმე თითიდან გამოწოვილია, სანაიას პროფესიულ დევნას ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.

“მოწმემ თქვა, რომ “პროვოკატორი” უწოდა გიგაურმა სანაიას და რა პროცოკაცია ჩაიდინა სანაიამ და რატომ გამოიწვია სანაია, ეს ჯერჯერობით არ ჩანს. მოწმემ თქვა, რომ კონფლიქტის მიზეზი არ იცის. დღეს, ორი მოწმის დაკითხვის შემდეგ, ის ვერსია, რომელსაც პროკურატურა და სანაია ამბობენ, გაბათილდა, რადგან პროფესიული ნიშნით დევნაზე არავითარი საუბარი არ არის. ეს არის წამიერად წარმოშობილი ყოფითი კონფლიქტი და წუთიერად დამთავრებული, რომელიც შემდეგ, სამწუხაროდ, თვითონ სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ “ბუზი სპილოდ აქციეს”, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე არ ყოფილა განხილული, დანარჩენი ყველა მოიცვა ამ თემამ. დღევანდელმა დაკითხვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა და დაინტერესებული პირების მიერ ასე გახმაურებული საქმე”,- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვრიტიშვილი – მეც და სხვებიც ბედნიერები ვიქნებით, მალე ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება
შემდეგი სტატიალომჯარია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესების დაჩქარებულად მიღებისკენ მოუწოდებს