“არ შევთანხმებულვართ” – ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილზე

“დღეს, შიგნით საუბრისას ყველა შევთანხმდით, რომ ჩვენ სწორი გავაკეთეთ, რომ არ მოვუსმინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, როდესაც არ დავუწესეთ სანქციები [რუსეთს], მათი რჩევის საწინააღმდეგოდ, კარგი ვქენით, რომ არ მოვუსმინეთ ევროპელ კოლეგებს და არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი – ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ისინი მტყუანი. ვუთხარით, რომ აქაც გამოდის, რომ თუ თქვენ ასე შავ-თეთრად უყურებთ, რომ ან თქვენ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ან ასე იქნება, რა დაზღვევაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ ცდებით, ისევე როგორ წინა შემთხვევებში შეცდით?” აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უარყოფს და განმარტავს:

“ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როცა უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები და გამოვთქვით უკიდურესად მტკიცე შეხედულებები და არა “გარკვეული შეშფოთება”. – წერს ლანდსბერგისი.

“შეთანხმებას” უარყოფს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი:

“ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო – ჩვენ არც ერთ მათგანზე არ შევთანხმებულვართ.

ჩემი მესიჯი საპირისპიროა: საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით” წერს მარგუს ცაჰკნას

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია
შემდეგი სტატიამოწყენას დაიწყებენ, გართობა მოუნდებათ და პარლამენტში შემოვლენ – იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე