ომბუდსმენი: დაკავებულთა ნაწილზე სახეზეა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ადამიანებს შეხვდნენ.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამ მათგანთან მიმართებაში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

“სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს.

სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით.

მათ შორის, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც ვიზუალურად აღენიშნება ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე.

სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს გამოძიების მონიტორინგს.
აპარატი აგრძელებს სხვა დაკავებულების ადგილსამყოფელის დადგენას, მათი მონახულებისა და უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირების მიზნით”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდავით ქაცარავა – თვალბუდის ძვალი მაქვს ჩამტვრეული, ასევე დამტვრეულია ზედა ყბა, ტვინის შერყევა საკმაოდ მძიმე ფორმის და სერიოზული ჰემატომები თავზე
შემდეგი სტატიამარგუს ცაკნა: ეს კანონი არის უკუსვლა, რომელზეც ევროკავშირს პასუხი ექნება