გვრიტიშვილი – მეც და სხვებიც ბედნიერები ვიქნებით, მალე ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ისიც და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერები იქნებიან, რომ არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მალე საბჭოს წევრი აღარ იქნება.

“არ გამოვრიცხავ, ადრეც გავაკეთე ეს განცხადება, რომ ნაზიბრლოა ჯანეზაშვილი 24 ივნისის შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებას უკვე, მისი ყოფილი კოლეგის მსგავსად.

მე, როგორც მოსამართლე და სხვა მოსამართლეებიც ბედნიერი იქნებიან, რომ სულ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება”, – თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

მან ნაზი ჯანეზაშვილი ალექსანდრე გზრიშვილის დამცირებისა და მისი ოჯახის წერვების შეურაცხყოფის მცდელობაში დაადანაშაულა. ალესანდრე გზირიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილია. მან უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე გასაუბრება გუშინ გაიარა.

ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ლევან გზირიშვილის სასამართლო კლანთანაა გარიგებული.

“გზირიშვილის შემთხვევა არის კლასიკური მაგალითი ნეპოტიზმის, რომელსაც, მე ვფიქრობ თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე კორუფციაც კი”, – თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბარკალაია – 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება სტანდარტი, რა შემთხვევაში უნდა მოახდინოს სოციალურმა მუშაკმა რეაგირება ღამის საათებში
შემდეგი სტატიაადვოკატი – ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს