პარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და ვეტო დაძლია.

საუბარია საარჩევნო კოდექსში გენდერულ კვოტებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი ერთმა დეპუტატმა დაუჭირა წინააღმდეგ კი 28 დეპუტატი იყო. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტის მიერ გაზიარებული არ არის.

ცვლილებები მიღებულია თავდაპირველი რედაქციით.

გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო 18 აპრილს დაადო.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით, პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, 60-ის ნაცვლად. ცვლილება შედის ასევე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის თანახმადაც, უქმდება ის მექანიზმი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსური სისტემა დასავლეთიდან იზოლაციის შემთხვევაში ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას – ეკონომისტები
შემდეგი სტატია“არ შევთანხმებულვართ” – ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პაპუაშვილზე