ზელენსკი მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ეხმაურება საქართველოს პრეზიენტთან საუბარს და მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის.

“ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მადლობა გადავუხადე სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის. მხოლოდ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში შეუძლია უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა”, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშივინ შეცვლის განათლების მინისტრს?
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსური სისტემა დასავლეთიდან იზოლაციის შემთხვევაში ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას – ეკონომისტები