ლომჯარია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესების დაჩქარებულად მიღებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, დაჩქარებული წესით მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის განახლებული წესები, დროულად შეიქმნას მაქსიმალურად წარმომადგენლობითი სასამართლო რეფორმის ჯგუფი და 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ინპლემენტაცია დაიწყოს.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების წესს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021 წელს საბჭოს 15 წევრიდან 9 წევრს (5 არამოსამართლეს და 4 მოსამართლეს) უფლებამოსილების ვადა ეწურება, რაც ამ ორგანოს მასშტაბურ განახლებას გამოიწვევს. უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი და მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილნი იქნებიან არსებული წესის შესაბამისად აირჩიონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატები. სამწუხაროდ, დღეს მოქმედი პროცედურები პროცესის გამჭვირვალედ და ინკლუზიურად წარმართვის შესაძლებლობას არ იძლევა.

სწორედ ამიტომ, პარლამენტისთვის პირველი რიგის ამოცანა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის პროცესის რეფორმირება უნდა იყოს. აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევნების იმგვარი მოდელის დანერგვა, სადაც შემცირდება ერთი ჯგუფის მიერ კანდიდატების დანიშვნის შესაძლებლობა და ასევე აუცილებელია საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსის საფუძველზე შეირჩნენ საქართველოს პარლამენტში და უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური გამჭვირვალობა”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცახდებაში.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს
შემდეგი სტატიავაშაძე – მაისსა და ივნისში მაქსიმალურად დავტვირთოთ პარლამენტი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით