ვინ შეცვლის განათლების მინისტრს?

“თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობას ტოვებს. წყაროს ცნობით, პრემიერმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. ირაკლი კობახიძე განათლების მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. ერთ-ერთი კანდიდატურა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძეა. 

“თაიმერთან” საუბარში, დავით გურგენიძემ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. “მე ვარ პედაგოგი, მეცნიერი და რექტორი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კი სათავეში უდგას ახალგაზრდა, ერუდირებული, ენერგიული მინისტრი, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა და სამეცნიერო გარემო”, – განუცხადა რექტორმა “თაიმერის” ჟურნალისტს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი დღეს ინტერვიუს 11 გავლენიან საერთაშორისო მედიას მისცემს
შემდეგი სტატიაზელენსკი მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის