საქართველოს ფინანსური სისტემა დასავლეთიდან იზოლაციის შემთხვევაში ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას – ეკონომისტები

“საქართველოს ბანკი, “თიბისი” და “ჯორჯიან კაპიტალი” – სამივე უმსხვილესი ქართული კორპორაცია, რომელიც ლონდონის ბირჟაზეა წარმოდგენილი, პოზიციებს კარგავს. ზარალი მილიონობით ლარია.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია და ხელისუფლების რუსული თამაშების გამო ქვეყანას არა მხოლოდ მეგობრების, არამედ უცხოური ინვესტიციების გარეშე დარჩენაც ემუქრება.

“ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაინახეს გუშინდელი აქტით რაც მოხდა საქართველოში მესამე მოსმენით ამ კანონის მიღებით და სახელმწიფო მდივნის მოადგილის მხრიდან სანქციების დაანონსებით, დაინახეს, რომ საქართველო მიდის იზოლაციისკენ. შესაბამისად, ეს აისახა უკვე ლონდონის საფონდო ბირჟაზე და საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის და კიდევ ერთი კომპანიის, დაახლოებით, 2 მლრდ ლარი აორთქლდა. საქართველოს ფინანსური სისტემა დასავლეთიდან იზოლაციის შემთხვევაში ძალიან სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მარტო მსხვილ ბიზნესს არ შეეხება, იმიტომ, რომ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა და მილიარდები აორთქლდა საათებში, ყველას შეგვეხება ეს. ჩვენი ფულიც აორთქლდება რაღაც მომენტში და ჩვენს ცხოვრებაზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს. ყველაფერს ვკარგავთ, ფულს ვკარგავთ, ინვესტიციას ვკარგავთ და რა თქმა უნდა, რეპუტაციას, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ქართულ კომპანიაში ფულის ჩადება ან აქციების ყიდვა ვის მოუნდება?, – ამბობს გიორგი რუხაძე.

ამავე აზრზს იზიარებს კიდევ ერთი ეკონომიკის ექსპერტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი ლარის გაუფასურებას მომენტალურად გამოიწვევს.

“10 საათში მოხდა მილიარდზე მეტი აქტივის გაქრობა ქართული ეკონომიკური რესურსებიდან. ლონდონის საფონდო ბირჟაზე 10%-ით და მეტით ხდება ქართული ეკონომიკური აქტივების გაუფასურება და მივიღეთ შედეგი ის, რომ მილიარდნახევარ ლარზე მეტი დაიკარგა ქართული აქტივებისთვის. ეს მომენტალურად გამოიწვევს ყოველდღიურად ლარის გაუფასურებას, სამწუხაროდ, დოლართან და ევროსთან მიმართებაში და ეს პროცესი შეუქცევადი იქნება, ვინაიდან აღნიშნული მძიმე ფონის გამო საქართველოში შეჩერდება ინვესტიციები, – ამბობს ოთო აბესაძე.

“ქართული ოცნება” აქციების ვარდნას ოპოზიციას აბრალებს. ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ აღნიშნულში როლი სწორედ ოპონენტებს მიუძღვით, რომლებიც აქციებს მართავენ და ამ გზით ქვეყანას ეკონომიკურადაც აზარალებენ.

რასაც ჩენ ვამბობდით, რომ ეს აქციები, რასაც ეს რადიკალიზმი და ამათი ავტორები აკეთებენ, ეს ვნებს ჩვენს ქვეყანას, ეკონომიკურ ზრდას აფერხებს. ზუსტად, როგორც კი ფსევდო ლიბერალური გამოხტომები დაიწყო, შესაბამისად, აისახა ეს ჩვენი ქვეყნის კომპანიების აქციებზე. მომავალშიც, როცა ქციები იქნება, მე მინდა ხალხს ვუთხრა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აზარალებენ, იგივე ეს ხელმოცარულები და ჩახდილები, გიჟ ჯაფარიძე, იქით ხოშტარია, რუსული ფულით რომელიც ფინანსდება და ასევე დანარჩენი ხელმოცარულები, – ამბობს ირაკლი ზარქუა.

“ოცნების” კიდევ ერთი წევრი პაატა კვიჟინაძე კი ამტკიცებს, რომ აქციების ვარდნაში საგანგაშო არაფერია და ეს დროებითია.

ბირჟა არის ასეთი, ხან ზევით მიდის, ხან ქვევით. ეს იყო უკრაინაში ომის დაწყების დროსაც, ეს იყო პანდემიის დროს, სხვადასხვა დროს და ეს ხდება. რაც ხდება ქვეყანაში, ძალადობა და ასეთი რამ, გამოიწვია ეს, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემა აქ არ არის არაფერი. ეკონომიკა იზრდება, ქვეყანა ვითარდება, – ამბობს პაატა კვიჟინაძე.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი მადლობას უხდის ზურაბიშვილს სამშვიდობო სამიტზე მისი მონაწილეობის დადასტურებისთვის
შემდეგი სტატიაპარლამენტმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია