იოზვიაკი-კანონის მიღება ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”

ევროკავშირის განცხადება შემუშავებულია – საქართველოში რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას გაავრცელებს.

“რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ “X”-ზე წერს, რომ განცხადებაში მთავარი ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ხელის შეშლაზე გამახვილდა.

თეთრი კვამლი! 21 საათის შემდეგ, რაც საქართველომ უცხოური აგენტების კანონი დაამტკიცა, ევროკავშირმა შეიმუშავა განცხადება ( მალე გამოქვეყნდება). მთავარი ხაზი: კანონის მიღება ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს პროგრესზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – წერს იოზვიაკი.

banner
წინა სტატიაში“ცემის პერიოდში უღებდნენ, რომ ვიღაცისთვის ანგარიში ჩაებარებინათ, აი დავალება შევასრულეთო”
შემდეგი სტატიაNATO-ს სპიკერი: კანონის მიღება აშორებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას