3 მილიარდი სინათლის წელიწადიდან 72 უცნაური ხმა დაიჭირეს

კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის მკვლევარებმა 400 ტერაბაიტი რადიო  ინფორმაციის შესწავლისას 72 უცნაური სიგნალი აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან სამი მილიარდი სინათლის წელიწადში მდებარეობს.

,,ბიბისის” ინფორმაციით კვლევები არამიწიერი ცივილიზაციების კვლევის საერთაშორისო პროექტ SETI-ს ფარგლებში მიმდინარეობს .

პროექტი 1959 წლიდან არსებობს და დამყარებულია ვარაუდზე, რომ ნებისმიერი ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაცია გარკვეულ სიხშირეზე უნდა იძლეოდეს სიგნალს.

სიგნალის წყარო, რომელიც მეცნიერებმა აღნიშნეს, როგორც FRB 121102, უნიკალურია, რადგანაც სწრაფ რადიოსიგნალებს, ე.წ. Fast Radio Bursts იძლევა. მსგავსი რამ დაფიქსირდა ასევე, 2007 წელს, თუმცა, მას მეცნიერებმა ყურადღება მხოლოდ ახლა მიაქციეს.
მკვლევარებისთვის სიგნალის წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია

banner
წინა სტატიაშიApple-მა iPhone Xs-ი წარადგინა
შემდეგი სტატიაგორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს