Apple-მა iPhone Xs-ი წარადგინა

კორპორაცია Apple-მა  პრეზენტაციაზე ორი ახალი iPhone წარადგინა. ღონისძიების ჩანაწერი კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა ხელმისაწვდომი.

პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა,რომ სმარტფონებს   OLED დისფლეი აქვთ, მათი დიაგონალი 5,8 და 6,5 დიუმია 2436х1125 და 2688х1242 პიკსელი გაფართოებით.

წონით Xs-ი  iPhone X-ს გავს, Xs Max კი — iPhone 8 Plus-ს.

სმარტფონები სამ ფერში გამოვა: შავი, თეთრი და ოქროსფერი. ამავე დროს, ყველა ვარინტს წინა პანელი შავი ექნება. სმარტფონები წყალგამძლე და მტვერგამძლეა.

banner
წინა სტატიაშიტანზანიელ დეპუტატებს ხელოვნური ფრჩხილების და წამწამების ტარება აუკრძალეს
შემდეგი სტატია3 მილიარდი სინათლის წელიწადიდან 72 უცნაური ხმა დაიჭირეს