გორში 14 წლის გოგონა ფეხსაცმლის ზონრით დამხრჩვალი იპოვეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, 14 წლის გოგონა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწოვანი ფეხსაცმლის ზონრით არის დამხრჩვალი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები.

როგორც  შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესახებ გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორს რაიმე ვერსიაზე საუბარი უჭირს. როგორც სკოლის დირექტორი გიორგი ბერძნიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს , 14 წლის გოგონას პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა და უკიდურესად შეწუხებულები ვართ. გოგონა ჩვენს სკოლაში რამდენიმე თვის წინ გორის მე-5 საჯარო სკოლიდან გადმოვიდა. პედაგოგებთან და თანაკლასელებთან პრობლემა არასდროს ჰქონია, არც რაიმე ტიპის კონფლიქტი მოსვლია თანატოლებთან. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენს სკოლაში, ფაქტობრივად, სულ რამდენიმე თვე ისწავლა. ვერ გეტყვით, რა მოხდა ამ ზაფხულს ან ჰქონდა თუ არა რაიმე პრობლემები ოჯახში“, – განაცხადა გორის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ბერძნიშვილმა.

14 წლის გოგონას გარდაცვალების შესაძლო ვერსიებს ვერც ოჯახის ახლობლები და მეზობლები ასახელებენ.

banner
წინა სტატიაში3 მილიარდი სინათლის წელიწადიდან 72 უცნაური ხმა დაიჭირეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი უნგრეთს კორუფციისა და არადემოკრატიული რეფორმებისთვის დასჯის