12 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შესასვლელად სპეციალური საშვები საჭირო არ იქნება

http://www.bbc.co.uk/russian/society/2015/03/150324_russia_sobering_stations

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გამარტივებული ე.წ. სასაზღვრო რეჟიმი ამოქმედდება და ტერიტორიაზე შესვლის მუსრველებს სპეციალური საშვები არ დასჭირდებათ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “კაგებეს” ინფორმაციით, გამარტივებული რეჟიმი მხოლოდ 12 აპრილს იმოქმედებს, დანარჩენ დღეებში კი ე.წ. საზღვრის გადასაკვეთათ კვლავ სპეციალური საშვები იქნება საჭირო.

“12 აპრილს ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ თავისუფლად მივიდნენ ეკლესიებში, მოინახულონ ახლობლები და ცხინვალის, ზნაურისა და ახალგორის ე.წ. სასაზღვრო ზონაში მდებარე საფლავებზე გავიდნენ. აღნიშნულ დღეს ტერიტორიაზე შესვლა, მხოლოდ პასპორტით იქნება შესაძლებელი”, – აღნიშნულია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. “კაგებეს” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია
შემდეგი სტატიამინდია ჯანელიძე – 9 აპრილს დაღუპულები ჩვენი ქვეყნის გმირები არიან