მსახიობი გიორგი ნაკაშიძე დაკავებულია

შემთხვევა საარბრიუკენის მოედანზე მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გვიან ღამით პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიში გადაიყვანეს, სადაც მისი მეგობრები იყვნენ შეკრებილი.

ნაკაშიძის მსახიობის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

როგორც რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში საღვთო ლიტურგია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია12 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შესასვლელად სპეციალური საშვები საჭირო არ იქნება