პროკურატურამ ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა

იური ვაზაგაშვილი მოკლული იქნა გია სოსანაშვილის მიერ- საქართველოს პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან ვაკე-საბურთალოს ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა. ინფორმაციას ამ თემაზე გაზეთი “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ დოკუმენტაციაში პროექტის გეოლოგიური დასკვნა არ აღმოჩნდა – ის დოკუმენტების ნუსხაში ფიგურირებს, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურის არქივში არ არის. შესაძლოა, დასკვნა პროექტის შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს ან საერთოდ არც არსებობდეს – წერს გაზეთი.

აქვე ლაპარაკია ე.წ. ახალი გზის სხვა პროექტებზე და ტენდერზე, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით თბილისის მერიამ ჩაატარა.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე მზიურის ტერიტორიაზე მდებარე მომავლის სკოლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები