თინა ხიდაშელი: პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები

პირველად ხდება მგონი, რომ შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები , – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენელებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას იმ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა, რომელიც ეხებოდა თუ რამდენად ეფექტური იყო სტიქიის და მის შემდგომ პერიოდში შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაცია.

“ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ამ ორ უწყებას შორის კოორდინაციის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ყოველწამიერად მიმდინარეობს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და ორივე უწყება თანამშრომლობს იქ სადაც საჭიროა”, – განაცხადა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა
შემდეგი სტატიაერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები საქართველოშია