ხაბეიშვილმა სპეცრაზმელების პროვოცირება თავად მოახდინა – ვოლსკი

“ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა სპეცრაზმელების პროვოცირება თავად მოახდინა.

მეტიც, ვოლსკი ამტკიცებს, რომ ენმ-ს თავმჯდომარეს, რომელსაც გუშინ ოპერაციები ჩაუტარდა და სახის ძვლები მოტეხილი აქვს, ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა.

ფაქტია, რომ ამის პროვოცირება ხაბეიშვილმა და ძმანმა მისმა მოახდინეს. ეს ხომ დაგეგმილი იყო წინასწარ. ეს არის უბედურება და ეს არის დანაშაული”, – ამბობს ვოლსკი

ლევან ხაბეიშვილი, რომესაც იმუნიტეტი იცავს, სპეცრაზმმა კორდონში იმ დროს შეითრია, როდესაც სპეცრაზმი ერთ-ერთ მოქალაქეს აკავებდა და ოპოზიცინერი მის დახმარებას ცდილობდა. ხაბეიშვლი დარწმუნებულია, რომ მისი სასტიკად ცემის დავალება სპცერაზმის უფროსმა ზვიად ხარაზიშვილმა პირადად გასცა.

banner
წინა სტატიაშიჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ევროპული ღირებულება დასაცავია – თამარ ბელქანია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაინსტაგრამ” სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა თქვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა – წილოსანი მოსახლეობას