თამარ სანიკიძე მზიურის ტერიტორიაზე მდებარე მომავლის სკოლასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

tamar-sanikidze

მზიურის ტერიტორიაზე მდებარე მომავლის სკოლასთან დაკავშირებით, რომელიც სტიქიამ, თითქმის, მთლიანად გაანადგურა, განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა. თამარ სანიკიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით.

“ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებებში, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებამდე მივა. ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ჰქონდათ და რამდენიმე ათეული წლის ნამუშევარი იყო, რთულია ზუსტად ისეთივე შესთავაზო ადეკვატურობიდან გამომდინარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოსავლის მოძიება შეიძლება. დანამდვილებით ვიცი, რომ რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზათ, მაგრამ მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი,”-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ კაპანაძე: სამხედრო ტექნიკის გამოყენება სტიქიის ზონებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე წარმოუდგენელი იყო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ახალ გზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გამოითხოვა