გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა დასრულდა. არასამთავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მაღალჩინოსანს რუსული კანონის მნიშვნელობასადა საფრთხეებზე ესაუბრნენ. საუბრის თემა იყო გუშინდელი სასტიკი დარბევაც.
გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორს სამოქალაქო საზოგადოებამ უთხრა, რომ თუკი ხელისუფლება რუსულ კანონს მაინც გაიტანს, ქვეყნის მომავალი დასრულდება.
“ჩვენ ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საუბარი იყო დარბევაზეც. მთავრობას აქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო წაიყვანონ რუსეთის მიმართულებით და ევროპას უარი უთხრან. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, როგორ გავლენას მოახდენს კონკრეტულად ეს რუსული კანონი სხვადასხვა კრიტიკულ ჯგუფებზე. ევროპა, რა თქმა უნდა, ხედავს, რა ბრძოლაშია ქართველი ხალხი და რა თქმა უნდა, ამას მიესალმება, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართელოს” ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
“სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო დოლიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ყურადღება ასევე აქციაზე დაკავებულ ადამიანებზე გამახვილდა.
განსაკუთრებული ინტერესი იყო გასული ღამის განმავლობაში დაკავებულ ადამიანებზე, რა ბედი ელით მათ, როგორ წარიმართება პროცესები და როგორ დახმარებას ვუწევთ და რა თქმა უნდა, მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ევროპა დგას საქართველოს გვერდით, – ამბობს ნინო დოლიძე.
გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ამ წუთებში საქართველოს პრემიერს ხვდება. გერტიენ კოპკანმა მესამე სექტორთან შეხვედრამდე აუდიენცია საქართველოს პრეზიდნეტთან გამართა.