ხათუნა ლაგაზიძეს არ უშვებენ საქალაქო სასამართლოში ბუკა პეტრიაშვილის პროცესზე საქართველოს სახელმწიფო დროშით

ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუკა პეტრიაშვილის პროცესზე ხათუნა ლაგაზიძეს, საქართველოს დროშით არ უშვებენ და დროშის მოხსმას სთხვენ:

“წარმოუდგენელი რამ ხდება ამ წუთას ქართულ “სასამართლოში.” ხათუნა ლაგაზიძეს არ უშვებენ საქალაქო სასამართლოში ბუკა პეტრიაშვილის პროცესზე საქართველოს სახელმწიფო დროშით. მისგან დროშის მოხსნას მოითხოვენ. ხათუნა არ იხსნის. თუ ვინმე ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა ხდება ამ ქვეყანაში – სახელმწიფოს ოფიციალურად გვიუქმებენ,” – წერს ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს, შინაგან საქმეთა სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ის 28 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპულ მარშზე დააკავეს. თუმცა, მოგივანებით გაათავისუფლეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი სხდომაა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბოტკოველი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
შემდეგი სტატიაალბათ, რომელიმეს [სპეცრაზმელს] ფიზიკურადაც გაუსწორდა – კალაძე ხაბეიშვილზე