აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან 30 აპრილსა და პირველ მაისს მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან ღებულობს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას, იგეგმება და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია და ევროკავშირი საქართველოს პარტნიორები და მეგობრები არიან მშვიდობის, თავისუფლებისა და განვითარებისთვის – ფიშერი
შემდეგი სტატიადაუყოვნებლივ შეწყვიტე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა, გაიწვიე კანონი! – როთი კობახიძეს