“ინსტაგრამ” სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ, მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა თქვენი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა – ამის შესახებ განცხადება რუსული კანონის მხარდამჭერმა “ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა გააკეთა.
ივანიშვილის გუნდის წევრი სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ “ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირდნენ”.
“თავისთავად, ინსტაგრამ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ.
მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა”. – წერს წილოსანი.