“მთავრობა, პრემიერის მეთაურობით გამოქანებით შეეტენა რუსეთის უკანა ტანში” – გივი თარგამაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. დეპუტატი ამ ყველაფრის უკან ხელისუფლების კვალს ხედავს.

„გუშინ მთელი დღის განმავლობაში მუქარის წინაშე სუნგაშვებული მთელი მთავრობა, პრემიერმინისტრის მეთაურობით ისეთი გამოქანებით შეეტენა რუსეთის უკანა ტანში, რომ დღეს დილისათვის მხოლოდ ფეხის გულებიღა უჩანდათ. ხარჯი ხარჯიაო, მაინც ვბარდებითო და მის პირად რეიტინგზე ათასჯერ მეტი მხარდაჭერით თავზარდაცემულმა ხიხომ პირდაპირ რუსული წესებით წამოიწყო შეტევა სრული დაბნელებისა და განუსაზღვრელი ბატონობის გზაზე ძირითად ბარიერზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე. მერე რა, რომ ამის პარალელურად ხურვალეთში საოკუპაციო ხაზი კვლავ გადმოწიეს, ზუსტად შვიდი წლის წინ კი მოვლენათა ზუსტად ასეთი განვითარების შეჩერებას შეეწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი. სწორად იმ დღეს, როდესაც ჩვენ, ყველა ერთად, მათ სულებს, გმირობას უნდა მივაგებდეთ ღირსეულ პატივს, მათ ძირითად მონაპოვარს შეუტია მთელი ძალებით. ძალზე კარგად, თვალდახუჭულს მახსოვს, რა გავაკეთეთ რ2-ზე პორველი შეტევის დროს. არანაირი მორალური ბარიერი არ მიჭერს, იგუვე გავიმეორო. სიამოვნებითაც ვიზამ. ცუდად დაამთავრებ, ახირებულო არარაობავ!“, – წერს თარგამაძე.

banner
წინა სტატიაში„ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული” – ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებაზე
შემდეგი სტატიაბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა.