თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს

გამოძევებები გრძელდება – თაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს. ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის გაძევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩარკვიანი “ოცნებას” აკრიტიკებდა.

“უშუალოდ პუტინისგან ნაბრძანებია, უშუალოდ ქონების დაცვის ომი მიდის, საკუთარ ქონებას იცავენ და გადმოდიან აბსოლუტურად სულელურ შეტევაზე და ვუთხარი, რომ ვისმენთ წყნარად, შვიდად, იმიტომ, რომ გითიშავენ მიკროფონს, ვითმენთ ამ ყველაფერს, ვუთხარი, სანამ მოვასწარი რომ ჩავწეროთ მტერი სახელმწიფო ვინც გვყავს – ჩავწეროთ რუსეთი და ის ქვეყნები, ვისაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებლად აქვს აღიარებული, ამის შემდეგ მდინარაძე კვლავ მონოლოგის რეჟიმში, წარმოუდგენელია ამის მოსმენა, ვუტხარი, რომ უხერხულია, როცა თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ პენიონერი მამა აფინანსებს, ამ დროს ესაუბრებოდეთ ადამიანებს გამჭვირვალობაზე, მინიმუმ უხერხულია და ცინიკურია,” – ამბობს ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიასხდომიდან ქეთევან თურაზაშვილიც გააძევეს