სხდომიდან ქეთევან თურაზაშვილიც გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, “მოქალაქეების” წევრი, ქეთევან თურაზაშვილი გააძევეს. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებას არ ესიამოვნა მისი განცხადება, რომ “ოცნება” პირადი ანგარიშსწორებისთვის იყენებს ძალოვან სტრუქტურებს, რაც გამოიხატა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე განხორციელებულ ძალადობას.

“ოცნება” ძალა აღმართს ხნავს, ამ პრინციპს მიმართავს, ისინი არ გვასმევინებენ შინაარსობრივ შეკითხვებს რუსულ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ რეალურად პასუხები არ აქვთ”, – თქვა გამოძევებულმა დეპუტატმა.

დეპუტატის გაძევების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა:

“ნუ ინერვიულებთ ნურც ერთი, თქვენ პატრონებთან მაქვს საქმე და არა თქვენთან რა, პირდაპირ გეუბნებით და იცით რასაც გეუბნებით, თქვენ შემკვეთებთან მაქვს საქმე და თქვენთან არა”, – თქვა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანს დარბაზი დაატოვებინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას უკვე 16 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს