„ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული” – ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღებაზე

რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის დაყადაღებული ქონება ქიბარ ხალვაშის დროს არაა შეძენილი. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს დაყადაღებული ქონება ბოლო 3 წლის დროს არის შეძენილი.

„ეს საქმე არის მკაფიოდ პოლიტიზირებული, და არანაირი საქმე არა აქვს საკუთრების უფლების აღდგენასთან. ცინიკურია და ბედის ირონიაა, რადგან ყადაღადადებული ქონება საერთოდ არ არსებობდა ქიბარ ხალვაშის დირექტორობის დროს და ეს არის ბოლო 3 წლის განმავლობაში შეძენილია“, – განცხადა გვარამიამ.

რუსთავის 2-ის გენერალური დირექტორმა დღევანდელ ბრიფინგზე ასევე განმარტა ის პრობლემები, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეექმნება.

banner
წინა სტატიაშიმარშალ გელოვანის გამზირის ნაწილის დაკეტვის გამო შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია“მთავრობა, პრემიერის მეთაურობით გამოქანებით შეეტენა რუსეთის უკანა ტანში” – გივი თარგამაძე