ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა.

საქართველოს უნივერსიტეტი წელს პირველად, ბათუმში დამსვენებლებს უპრეცენდენტო სიახლეს – სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს. პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანით და ამით საკუთარი დასვენების პერიოდი კიდევ უფრო სასიამოვნო, საინტერესო და სასარგებლო გახადოს.

ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მკითხველზე გათვლილი ლიტერატურა. მათ შორის ბესტსელერები და საბავშვო ლიტერატურა.ასევე, განთავსებული იქნება საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის პროდუქციაც.

სანაპიროს ბიბლიოთეკა მთელი აგვისტოს განმავლობაში ხელმისაწვდომი იქნება დამსვენებლებისთვის. გარდა ამისა, სანაპიროს ბიბლიოთეკა დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით. პროექტის სლოგანია – ზღვაა საკითხავი.

საქართველოს უნივერსიტეტი პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც დამსვენებლებს სანაპიროს ბიბლიოთეკას სთავაზობს.

banner
წინა სტატიაში“მთავრობა, პრემიერის მეთაურობით გამოქანებით შეეტენა რუსეთის უკანა ტანში” – გივი თარგამაძე
შემდეგი სტატიაოთარ დანელია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მადლობას უხდის