ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჯვრის აღმართვა დაიწყო

სამტონანახევრიანი ჯვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა კურთხევით დღეს გუმბათზე აღიმართება.

ჯვრის აღმართვამდე მოსახლეობას ჰქონდა შესაძლებლობა ჯვარი მოელოცა. ტაძრის ეზოში 12:00 საათზე მრევლმა ლოცვა დაიყო, საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში კი ზარის ხმა ისმოდა. დღეს მართლმადიდებლური სამყარო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
“ტაძრის მშენებლობა ფაქტიურად დასრულებულია, მის გუმბათზე ჯვარი დაიდგმევა, ამაღელვებელი მომენტია, სულიერი მნიშვნელობის. მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით 12:00 საათზე ყველა ქართველმა წარმოთქვა ლოცვა ღვთისმშობლისა – შეწყალებისა კარი განგვიღე. ასე გავერთიანდით ყველა ამ ლოცვით და ჯვრის აღმართვით შევთხოვეთ უფალს, რომ მადლი მოანიჭოს სრულიად საქართველოს“, – განაცხადა მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.
მახათა მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა 2017 წელის დეკემბერში დასრულდება.
banner
წინა სტატიაშინაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ კომერციულ ბანკებზე გავლენას ბიძინა ივანიშვილი მოიპოვებს
შემდეგი სტატიაადეიშვილის ოჯახის წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს