ადეიშვილის ოჯახის წევრებმა პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს

პრეზიდენტთან ურთიერთობა-

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში მყოფი 20 წლის გიორგი ადეიშვილის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ადეიშვილს თავისუფლების ორი წლით აღკვეთა შეუფარდა.

ოჯახის წევრების თქმით, სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გიორგი ადეიშვილი გაამართლა, თუმცა ბრალდების მხარემ ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო. პატიმრის ახლობლების თქმით, მოზარდი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პერიოდულად პროტესტის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს.

„ჩემი შვილიშვილი პოლიციამ გასული წლის ოქტომბერში დააკავა, სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და წამალი ჩაუდეს. სამტრედიის სასამრთლომ ადგილობრივ სამართალდამცავებს არ დაუჯერა და ჩემს შვილიშვილს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინა, თუმცა პროკურატურამ სააპელაციოში გაასაჩივრა და მათ პროცესი მოიგეს. ბავშვი ციხეში პერიოდულად შიმშილობს, ახლაც სექტემბრის თვეში 6 დღე შიმშილობდა, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს და მოხდეს საქმის გადახედვა“, – აცხადებს ადეიშვილის ბებია.

banner
წინა სტატიაშიივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჯვრის აღმართვა დაიწყო
შემდეგი სტატია,,საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ახალი სტანდარტი წინგადადგმული ნაბიჯია”