მართლმადიდებლები ხარებას ზეიმობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

„საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს თორმეტთაგან ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხარებას აღნიშნავენ.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ქალწულ მარიამს, რომ ის მესიას – იესო ქრისტეს შობდა. ხარება კაცობრიობის ხსნის დასაწყისი და დაფარული ღვთის საიდუმლოს გამოცხადების დღესასწაულია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ხარების დღესასწაულს, მშვიდობას, სიკეთესა და სიხარულს უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – ემიგრაცია აცნობიერებს, რომ ეს არის ბოლო შანსი საქართველოს დასაბრუნებლად და ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად ბრძოლისთვის
შემდეგი სტატიაგელათის ისტორიული ტაძრის დაზიანებული უნიკალური ფრესკების ფოტომასალა (ფოტოები)