ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ კომერციულ ბანკებზე გავლენას ბიძინა ივანიშვილი მოიპოვებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

საბსანკო ზედამხევდებლობის შექმნიტ კომერციულ ბანკებზე სრულ კონტროლს ბიძინა ივანიშვილი და მთვრობა მოიპოვებს.

დღეს ამ თემაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ისაუბრეს.

“როდესაც დამოუკიდებელი, რეალურად კომპეტენტური ორგანოს, ზედამხედველობიდან შენ გამოგაქვს პოლიტიკურად დაქვემდებარებული სააგენტო ზედამხედველობის ქვეშ, ეს ძალიან ცუდია. მთლიანად კომერციული სფერო, საბანკო სექტორი, ძალიან სენსიტიურია, ესენი კიდე პირდაპირ ნაჯახით პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ აქცევენ ამ სააგენტოს. ეს, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება მოლოდინებზე საბანკო სექტორში და განწყობებზე ინვესტორების,”- განაცხადა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.

ამავე თემაზე ისაუბრა კიდევ ერთმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმაც. მას მიაჩნია, რომ საბანკო სექტორზე ზეგავლენას სრულად კახა კალაძე და ივანიშვილი მოიპოვებენ.

“მთავრობას უნდოდა ბანკების გაკონტროლება, მაგრამ ისრები მთლიანად თავის თავზე გადაიხარა. ყველამ იცის აწი, რომ ლარის გაუფასურებაზე არა მხოლოდ მთავრობას, ღარიბაშვილს და ივანიშვილს, არამედ ქართუ ბანკისა და პროგრეს ბანკის წარმომადგენლებს კალაძეს და ივანიშვილს აქვთ [პასუხისმგებლობა],” – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში„თავისი ფორმით ეს არ იყო ყველაზე უფრო საამაყო ფურცელი, ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში“
შემდეგი სტატიაივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ჯვრის აღმართვა დაიწყო