ილია მეორე – გილოცავთ ხარების დღესასწაულს, სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ხარების დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ სიხარული სუფევდეს საქართველოში.

როცა ვხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ვეუბნებით „გამარჯობაო“; ჩვენ უნდა ვუთხრათ „გიხაროდენ“, – ასე იყო ძველად. სიხარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენთან არს ღმერთი“,- განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი იშვებოდა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია “ფეისბუქის” სათაო ოფისთან არის შეკრული – სეფაშვილი ქარდების დაბლოკვაზე
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – უცხოური შავი ფული ქართულ პოლიტიკაში ნიშნავს სუვერენიტეტის დანგრევას და ნებისმიერი უცხოური ძალის გუბერნიად გადაქცევას