ზვიად შალამბერიძე : იმერეთის სასაფლაოებზე შეზღუდვის დარღვევის არცერთი ფაქტი ჯერ არ გამოვლენილა

იმერეთის სასაფლაოები ჩაკეტილია. სასაფლაოებზე ვითარებას სამართალდამცავები აკონტროლებენ.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, მოქალაქეები დაწესებულ შეზღუდვებს გაგებით ეკიდებიან. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის აკრძალვის არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა.

“მოქალაქეები ძალიან გაგებით ეკიდებიან იმ შეზღუდვებს, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად და დღეს უკვე მეორე დღეა, რაც ჩვენ ვაკონტროლებთ სასაფლაოებზე სიტუაციას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცერთი დარღვევა არ გვქონია ამ პერიოდში და გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, კონტროლს,” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კრიტიკული პაციენტი მკურნალობს
შემდეგი სტატიაჩხოროწყუში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს