ჩხოროწყუში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ჩხოროწყუს მუნციპალიტეტში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისში გადაიყვანეს. რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა კისრის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მისი ინფორმაციით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„29 წლის მამაკაცი კისრის არეში ჭრილობით 19 აპრილს შემოიყვანეს. ჩაუტარდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია”, – განაცხადა დავით ჯანაშიამ.

შემთხვევა ჩხოროწყუში გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე : იმერეთის სასაფლაოებზე შეზღუდვის დარღვევის არცერთი ფაქტი ჯერ არ გამოვლენილა
შემდეგი სტატიაზაალ ანჯაფარიძე : გუშინ დადასტურდა, რომ სწორი იყო ხელისუფლების გადაწყვეტილება