ზუგდიდში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოში კორონავირუსზე 56 ადამიანის კვლევა ჩატარდა, მათგან ორის პასუხი დადებითია. ინფიცირებულები არიან ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, ერთი ოჯახიდან. ისინი 42 წლის ინფიცირებული ზუგდიდელი მამაკაცის ახლო ნათესავები არიან. ორივე მათგანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში გუშინ გადაიყვანეს.

მანამდე, ზუგდიდელი მამაკაცის ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი – დედას და ორ მცირეწლოვან შვილს. ინფიცირებული მამაკაცი რუხის საავადმყოფოდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენები მკურნალობას რუხის საავადმყოფოში აგრძელებენ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ ორ ახალ პაციენტს, მათ საკარანტინო სივრციდან რუხის საავადმყოფოში ამაღამ გადაიყვანენ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კვირიკაშვილი: „კობახიძეები და თალაკვაძეები ივანიშვილს ლუკმაპურის გარეშე დატოვებენ“
შემდეგი სტატიაზუგდიდში კორონავირუსი კიდევ ერთ მცირეწლოვანს დაუდასტურდა