ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ერთი კლასტერიდან 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ განუცხადა.

შეგახსენებთ,რომ პაციენტები თვითიზოლაციიდან გუშინ შეიყვანეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში, რომლებიც 19 მარტს შემოვიდნენ თურქეთიდან.

პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანია, მათ შეყვანისას აღენიშნებოდათ ცხელება და ხველა.

რაც შეეხება ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 67 წლის მამაკაცს,რომელსაც ახალი კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა მკურნალობას განაგრძობს და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ,ამ ეტაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა მოწყობილი, სამი ანაკლიაში და ორი მესტის მუნიციპალიტეტში.

ამ ეტაპზე რეგიონში, 409 პირი რჩება თვითიზოლაციში, აქიდან 180 მოეხსნა თვითიზოლაციის პერიოდი, ხოლო 109 პირი რჩება კარანტინში.

banner
წინა სტატიაშიმთავრობისა და „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლობით საქართველოში ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა, მაგრამ ამ ეტაპზე ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს