კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა, მაგრამ ამ ეტაპზე ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს

“კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დილის შემდეგ არ გაზრდილა.ამ ეტაპზე ოთხი მძიმე პაციენტი გვყავს, ერთი განსაკუთრებით მძიმე პაციენტია, ასაკოვანი ქალბატონი. ჯერჯერობით მისი მდგომაროების სტაბილიზირება ვერ მივიღეთ. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დღეს დღის განმავლობაში არ გაუარესებულა, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება დაავადებამ პროგრესირება განიცადოს. იმედია, ეს ასე არ მოხდება”-აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსით ინფიცირებული მე-14 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა