ზელენსკიმ საკუთარ ოფისს პუტინთან შეხვედრის თაობაზე კრემლთან შეთანმხმება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საკუთარი ოფისის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს კრემლთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შეთანხმება დაავალა. “ვფიქრობ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება. მე მართლა შევთავაზე დონბასში შეხვედრა, რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრის შესახებ სურვილი დაადასტურა, მაგრამ მოსკოვში შეხვედრა შემომთავაზა” – ზელენსკიმ 26 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა. მან დაამატა, რომ მთავარია შეხვედრის შინაარსი და არა ის, თუ სად და როდის გაიმართება.

ორი დღის წინ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსეი რეზნიკმა ტელე-ეთერში თქვა, რომ ზელენსკისა და პუტინის მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. “ომის დროს პრეზიდენტს არ შეუძლია დედაქალაქში წასვლა და იმ კაცთან შეხვედრა, რომელიც აგრესორ-ქვეყანას წარმოადგენს” – განაცხადა რეზნიკმა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველსაც შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს პროტესტის მონაწილის მიმართ – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიავაშაძე: ამნისტიის დარღვევით “ოცნებამ” შეთანხმება, შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს